2.პროექტის მთავარი იდეა:ანბანის შესწავლა და მისი მნიშვნელობა-ანბანის ისტორიის გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:მინდა ღრმად გაიცნონ ანბანის ისტორია.მისი განვითარების ეტაპები, რომ ქართული ანბანი უძველესია და მსოფლიოს 14 ანბანს შორის დგას.
4.პროექტის მიზანი:ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლონ ანბანი,მობილიზება გაუკეთონ შესწავლილს და აგრეთვე გაამრავალფეროვნონ სიმღერებით,ლექსებით,დადგმებით.
5.მონაწილეთა ასაკი:7 წელი.
6.ვადა და ხანგრძლივობა:1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები გაიმეორებენ ანბანს,მიეჩვევიან გამართულ მეტყველებას, გაიმდიდრებენ ლექსიკას, გაუღვივდებათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარული.
8.პროექტისათვის აუცილებელი რესურსები-პლაკატები,სხვადასხვა დიზაინით გაფორმებული ანბანი,"დედა ენის" წიგნის მაკეტი,ხელოვნური და ბუნებრივი ყვავილები, დისკები, ხელოვნების სხვადასხვა ნაკეთობები,ვიდეო გადამღები,მუს.ცენტრი.
9.პროექტის მსვლელობა-მოვიძიე ლექსები,ხატოვანი გამონათქვამები ქართული ანბანის შესახებ, ამონარიდები მწერლების შემოქმედებიდან და მუსიკალური ნომრები,ხალხური ცეკვები, დავიხმარე მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლები.
შესაძლებლობების მიხედვით დავუნაწილე მოსწავლეებს მოძიებული მასალები ერთოი თვის მანძილზე ვაწყობდი რეპეტიციას, არასაგაკვეთილო დროს,,როლური კითხვის მეთოდის გამოყენებით მოვაწყვეთ ინსცენირებები.
ყოველივე ამის შემდეგ მოვაწყვეთ ერთი ლამაზი საღამო,რომლითაც კმაყოფილი დარჩა აუდიტორია, რომელიც შედგებოდა:მასწავლებლების,მოსწავლეებისა და მოწვეული სტუმრებისაგან.
10.საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ღონისძიების მსვლელობაში ჩართული გვქონდა ბუნების სიყვარულზე ლექსები, ინსცენირებები-"მკითხველთა თეატრის" გამოყენებით.
მათემატიკიდან ყველა ციფრს მივუძღვენით ლექსები და წარმოადგინეს "ნიშნების საუბარი".
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია, რომ მოსწავლეები გაბმულად კითხულობდნენ და თავისუფლად ყვებოდნენ, ჰქონდეთ მდიდარი ლექსიკა, ამ ღონისძიებით მიღწეულ იქნა შედეგი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:პირველი კლასის მასწავლებელი-თინა გოგოლაური.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tiniko.gogola@gmail.com
No comments:
Post a Comment